Monday, November 18, 2013

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგზე მოსვლის წინ ცოტა ვნერვიულობ. პრეზენტაცია უნდა გავაკეთო.საინტერესოა რას მეტყვის ბატონი დათო, თუმცა ფეხდაფეხ მივყვებოდი და კონსულტაციებს ვიღებდი. პორტფილიო მოვაწესრიგე,   საბოოლოოდ პრეზენტაციაც გავაკეთე,  ტრენერისგან და ჯგუფის წევრებისგან მივიღე რჩევები .ზიგიერთ საკითხში მათაც გაითვალისწინეს  ჩემი ნააზრევი.
       დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ დათოს,  რომელმაც დაუღალავად, დიდი გულმოდგინეობოთ შეასრულა თავისი საქმე.  

ტრენინგის მერვე დღე

    დღეს  ბევრი ვიმუშავეთ. თითქმის მოვაწესრიგე საქაღალდე. ვმუშაობ პროექტის გეგმაზე. საინტერესო იყო შეფასებებზე მუშაობა. გავეცანი სხვადასხვა პროექტის შეფასებების რუბრიკებს, მათ აუცილებლად დავამუშავებ და გამოვიყენებ საგაკვეთილი პროცესში.  ასევე ძალიან  ეფექტურია ჩეკლისტების გამოყენება ,ერთი ტრენინგიც და ვამთავრებთ.  მერე? მერე   შევეცდები  მიღებული ცოდნა  გამოვიყენო სხვადასხვა პროექტებში.

ტრენინგის მეშვიდე დღე

სამწუხაროდ ტრენინგის 2 დრე გამიცდა, თუმცა  მიზეზი  საპატიო იყო, ვფიქრობ ბევრი რამ დამაკლდა. ამ დანაკლისის ანაზღაურებაში ძალიან დამეხმარა დათოს კონსულტაციები  და ჯგუფის წევრების თანადგომა. დღეს საბოლოო სახე მიიღო მოსწავლო ნიმუშმა.  მოსწავლის გზის გავლა საინტერესო იყო, ბევრ რამეზე გამამახვილებინა. ნელ-ნელა ფინალისკენ მივდავართ და მიღებულ ცოდნას თავს ვუყრით. საშინაო დავალებად გვეძლევა პროექტის პორტფოლიოს მოწესრიგება, გეგმაზე მუშაობა.

Friday, November 8, 2013

ტრენინგის მეოთხე დღე

საშინაო დავალება შევასრულე. ბუკლეტი საინტერესო გამომივიდა .ამ დავალების შესრულება მოსწავლეს  აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევებს ნამდვილად განუვითარებს.ვიმუშავეთ შეფასებებზე  და შეფასების რუბრიკებზე. დავიწყეთ მზადება პროექტის პრეზენტაციისათვის.

ტრენინგის მესამე დღე

დღეს განვიხილეთ მეორე მოდული. ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა.თემას შევურჩიეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. მათზე დაყრდნობით დავსახეთ სასწავლო მიზნები. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების  ფორმულირება ცოტა გამიჭირდა, თუმცა შემდგომში პროექტის წერაში ძალიან დამეხმარება.სასწავლო პროექტის შაბლონი ნელ-ნელა ივსება და მიხარია. საშინაო დავალებასაც  იმედია თავს გავართმევ,ბუკლეტი მაქვს გასაკეთებელი.

Sunday, October 20, 2013

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე საკმაოდ დატვირთული იყო ინფორმაციით.დავიწყეთ პროექტის წერა პროექტის ჩეკლისტის გამოყენებით,პორტფოლიოში გადავიტანეთ სხვადასხვა ფაილები, ვისწავლეთ პუბლიკაციი ს მომზადება,.შევქმენოთ ჯგუფი, სადაც მასწავლებლები აქტიურად ვთანამშრომლობთ.ერთმანეთთან.მოგვეცა საშინაო დავალება,იმედია თავს კარგად გავართმევ.ძალიან  მეხმარება ტრენერისა და ჯგუფის წევრების მოკლე კონსულტაციები.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგზე გავეცანი ინტელის ძირითად პროგრამას,მის ინსტრუმენტებს, გზამკვლებს და რესურსებს,ვისწავლე მათი გამოყენება.გავეცანი 21-ე საუკუნის  უნარ -ჩვევებს, რომლებიც მართლაც აუცილებელია ადამიანის თვითდამკვიდრებისა და განვითარებისათვის
      შევისწავლე პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა,მასში საქაღალდეების, ქვესაქაღალდეების შექმნა და   ტექსტური ფაილების შენახვა,.პორტფოლიოს ჩეკლისტის გამოყენება.
            ძალიან მიხარია ამ ტრენინგზე რომ მოვხვდი. მიუხედავად იმოსა რომ ტრენინგზე "ცოტა ვიღლები" პროგრამის გადმოტვირვა ჩემს  კომპიუტერში  " "ცოტა გამიჭირდა".ვთვლი რომ ეს პროგრამა ჩემნაირებისთვის არის შექმნილი,ნაბიჯ ნაბიჯ არის აღწერილ ყოველი ქმედება და  აქტიური მოქმედებისათვის ხელშემწყობი საშუალებაა